9479 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CV74ZD53 გამოქვეყნდა 24 ოქტ 12 ნახვა

ოფის მენეჯერი

STREAM გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500–2000 / თვეში +29% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,358 ₾ · 119 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე

STREAM-ში ვაცხადებთ ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე, კომპანია - ელტეგისთვის, რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ლიფტების, ექსკალატორების, საპარკინგე სისტემების მონტაჟსა და სერვისს.

პოზიციაზე მივესალმებით, შესაბამისი გამოცდილების პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, ოფისის ყოველდღიური საქმიანობის, შესყიდვებისა და მომარაგების, დოკუმენტბრუნვისა და ლოგისტიკური საკითხების კოორდინაციას.

სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00) ანაზღაურება: 1500 – 2000 ლ. (NET) (ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები: - საოფისე და სამეურნეო მარაგების საჭიროებების განსაზღვრა, შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის კოორდინაცია; - კომპანიის დოკუმენტბრუნვისა და ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირება, მათ შორის დოკუმენტების მიღება, დახარისხება, აღრიცხვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება; - ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხების ორგანიზება, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან, პარტნიორებთან და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია; - ოფისის ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სერვისების კოორდინაცია; - თანამშრომლების ყოველდღიური ადმინისტრაციული საჭიროებების უზრუნველყოფა და სხვადასხვა საოპერაციო საკითხის დროული გადაწყვეტა; - სტუმრებისა და ბიზნეს-პარტნიორების მიღების, შეხვედრებისა და კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა; - ხელმძღვანელობასთან და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია მიმდინარე ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებზე.

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება — სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ან მსგავს სფეროში; - ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - საოფისე პროცესების, დოკუმენტბრუნვისა და ადმინისტრაციული საკითხების მართვის გამოცდილება; - MS Office პროგრამების ცოდნა; - უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა