7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CVFGF9CA გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

ამბოლი via hr.ge
ზუგდიდი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ფილიალში შემდეგ პოზიციებზე: გაყიდვების კონსულტანტი; სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.

გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); - კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; - ობიექტში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; - ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; - გაყიდვების გეგმების შესრულება; - ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა; - სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი); - სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება; - დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პოზიციის მიმართულებით.

აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ამბოლი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა