ფილიალის მენეჯერი
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი. გრაფიკი: 09:30-18:30/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით)
აუცილებელი მოთხოვნა
- უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
- სასურველია Fashion Retail მიმართულებით გამოცდილება;
- EXCEL ცოდნა;
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლიდერის უნარ-ჩვევები.
მოვალეობები
- პროდუქციის მიღება და შეკვეთის მომზადება;
- გაყიდვების რეპორტის წარმოება კატეგორიების მიხედვით და შესაბამისი ინიციატივების გამოხატვა;
- მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
- თანამშრომლების გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი საბონუსე სისტემისთვის;
- ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი;
- პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
- სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV. subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!