7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CWPYKRCJ გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

მაღაზიის მენეჯერი

Cool Club via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1700 / თვეში ბოლო ვადა:

Fami Group Georgia აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო საბავშვო ტანსაცმლის ბრენდ COOL CLUB-ის მაღაზიაში. ლოკაცია: თბილისი სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის მიზანი მაღაზიის მენეჯერი პასუხისმგებელია მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურ მართვაზე, გაყიდვების შედეგების მიღწევაზე, გუნდის მართვასა და განვითარებაზე, მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფასა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვაზე.

ძირითადი მოვალეობები - მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი; - მაღაზიის გახსნისა და დახურვის პროცედურების ორგანიზება; - გაყიდვების მიზნების შესრულების უზრუნველყოფა და შედეგების მონიტორინგი; - გაყიდვების გუნდის მართვა, სამუშაო გრაფიკის შედგენა და სამუშაო პროცესის ორგანიზება; - თანამშრომლების მოტივაცია, განვითარება და შესრულების შეფასება; - მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა; - მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; - პროდუქციის მიღების, განთავსების, შევსებისა და მარაგების კონტროლი; - სალაროს ოპერაციების და ყოველდღიური ფინანსური პროცესების კონტროლი; - ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგებების მომზადება; - მაღაზიის ვიზუალური სტანდარტებისა და Visual Merchandising-ის მოთხოვნების დაცვა; - აქციებისა და ფასდაკლებების სწორად განხორციელების კონტროლი; - ინვენტარიზაციისა და საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა; - შიდა პროცედურების, კომპანიის პოლიტიკის, შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; - ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია და მაღაზიის შედეგების შესახებ ანგარიშგება.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია - საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; - მაღაზიის მენეჯერის ან მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - გაყიდვებისა და KPI მაჩვენებლების მართვის გამოცდილება; - გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; - კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები; - სტრესულ და დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - MS Office-ისა და 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია გთავაზობთ - მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; - სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბრენდთან; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - ფიქსირებულ ხელფასს — 1700 ლარი; - დამატებით ბონუსს — კომპანიის შიდა საბონუსე სისტემის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე:Davit@fami.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:+995 568292292

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Cool Club
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა