პროდუქტის გაყიდვების სპეციალისტი
ITCS "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული
ვეძებთ პროდუქტის გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს განვითარების გუნდს და იმუშავებს ინოვაციურ და კონკურენტულ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე. პოზიცია გულისხმობს პროდუქტის განვითარების პროცესში ჩართულობას საწყისი ეტაპიდან ბაზარზე გასვლასა და გაყიდვებამდე. გუნდის წევრი მჭიდროდ ითანამშრომლებს განვითარების გუნდთან, შეისწავლის პროდუქტს, მის ტექნიკურ შესაძლებლობებს, საბაზრო პოტენციალსა და მომხმარებლისთვის შექმნილ ღირებულებას, ხოლო შემდგომ ეტაპზე ჩაერთვება პროდუქტის წარდგენასა და გაყიდვების პროცესში.
რას ველით კანდიდატისგან:
- გამოცდილებას გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პროდუქტის გაყიდვების მიმართულებით;
- ძლიერ საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო და მოლაპარაკების უნარებს;
- ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროდუქტების მიმართ ინტერესს;
- ტექნიკური პროდუქტის შესწავლისა და მისი ბიზნეს ღირებულების ეფექტურად წარმოჩენის უნარს;
- პროაქტიულობას, დამოუკიდებლობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
- ტექნიკური განათლება ან ტექნოლოგიურ პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- ინოვაციური პროდუქტების განვითარებაში უშუალო მონაწილეობას;
- ტექნიკურ და პროდუქტის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და მნიშვნელოვან შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე კომპონენტს.
- ვეძებთ გუნდის გრძელვადიან წევრს, რომელსაც სურს განვითარდეს იმ პროდუქტებთან ერთად, რომლებსაც წარმოადგენს.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი,
- შედეგზე და მიზნებზე ორიენტირებულობა.
- შესანიშნავი კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.
- ანალიტიკური აზროვნება.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან (გამომუშავების მიხედვით).
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას დინამიურ IT გარემოში.
- მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო ატმოსფეროს.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "პროდუქტის გაყიდვების სპეციალისტი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.