9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CZKK4PVQ გამოქვეყნდა 20 ოქტ 12 ნახვა

Asbc

Asbc

საცალო გაყიდვების კონსულტანტი

Asbc გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾950–2000 / თვეში +18% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,251 ₾ · 207 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

iSpace აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საცალო გაყიდვების კონსულტანტი

გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

iSpace – Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.

დღეს iSpace საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.

რას გთავაზობთ? - დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში - Apple-ის ოფიციალურ სასწავლო პლატფორმაზე სწავლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას - ჯანმრთელობის დაზღვევას - ჯანსაღ სამუშაო გარემოს - მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას

კონკურენტულ ანაზღაურებასა და მაღალ საბონუსე სისტემას: - ფიქსირებული ანაზღაურება: 950 ლარიდან - ბონუსის მიღება შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის (6 თვე) განმავლობაშიც, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად - საშუალო თვიური ბონუსი: 1,800–2,000 ლარი (შედეგების მიხედვით) - კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას

შენი ძირითადი პასუხისმგებლობები: - მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა - Apple-ის პროდუქციისა და სერვისების პროფესიონალური კონსულტაცია - პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად - გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულება

ვის ვეძებთ? - გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვები - ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე - გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები - ხარ მოტივირებული, სწრაფად სწავლობ და გსურს პროფესიული განვითარება

სამუშაო პირობები - სრული განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი) - კვირაში 2 დასვენების დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

თუ გინდა, იმუშაო Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან, განვითარდე საერთაშორისო გარემოში და მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.

თუ გინდა, იმუშაო Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან, განვითარდე საერთაშორისო გარემოში და მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე: https://asbc.selfrecruit.ge/s/A7iN

შენი კარიერა იწყება iSpace-ში!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა