8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D0TMHV5S გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

UGT გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ელექტროობის და შენობების მართვის სისტემების დეპარტამენტში. კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება; ** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა / კონტროლი; ** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე; ** პირველადი პროექტის მახასიათებლების და საჭირო კომპონენტების შესახებ ინფორმაციის დასამუშავებლად ინჟინერ-პროექტანტებთან კონსულტაცია; ** პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის შედგენა; ** პროდუქტების განფასება; ** კლიენტზე მორგებული პროდუქტის, მომსახურების მომზადება და შეთავაზება; ** ოპერაციების სამსახურისთვის, პროექტის სრული ტექნიკური დეტალების და ხელშეკრულების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** პროექტის განხორციელების პერიოდში კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია; ** კლიენტებისგან მიღებული შეკვეთების დროული შესრულება; ** მიმდინარე პროექტების შესრულების ზედამხედველობა; ** ახალი მომწოდებლების მოძიება და არსებულებთან მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნება; ** მომწოდებლებთან პროდუქტის შესყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოება; ** ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

ენებიL

** აუცილებელია ქართული ენის გამართულად, ხოლო ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; ** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

კომპიუტერული უნარები: აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტირებულობა ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპენსაციაL ანაზღაურება ფიქსირებული, საბონუსე სქემა შეთანხმებით

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/811/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
UGT
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის