ელექტრიკოსი
სტრუქტურული ქვედანაყოფი:
სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის ელექტრიკოსი
დაქვემდებარება:
** უშუალო ხელმძღვანელი ** უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** განყოფილების უფროსი
ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
** ელექტროგაყვანილობის გამართული მუშაობა და მასთან დაკავშირებული პრობლემების დროული აღმოფხვრა; ** სამხედრო სკოლაზე არსებული ელექტროსისტემის ქსელის მუშაობის კონტროლი, ასევე ძირითადი ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობის და აგრეგატების მუშაობის პრინციპის ცოდნა; ** ყოველდღიურად აწარმოოს ელექტროგანათების ხაზებისა და ობიექტების საკონტროლო შემოწმება და გამართულობა ხელმოწერით დააფიქსიროს. შენიშვნების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს ზომები მათი აღმოფხვრის მიზნით; ** უზრუნველყოს ელექტროგაყვანილობის გამართულობა და არ დაუშვას გაყვანილობის იზოლირების დარღვევა; ** ბრძანების შესაბამისად აწარმოოს ელექტროგაყვანილობების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები; ** უზრუნველყოს განაცხადების დროულად წარმოდგენა სათადარიგო ინვენტარისა და ინსტრუმენტების მიღებაზე; ** უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა; ** უზრუნველყოს განყოფილების უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
** უზრუნველყოს განყოფილების უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
ხარისხი (სავალდებულო):
საშუალო:
** ელექტრიკოსობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი
ხარისხი (სასურველი):
** საშუალო-პროფესიული: ელექტრიკოსობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი ** გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
ცოდნა:
** სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა ** ელექტროგაყვანილობისა და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციის წესების ცოდნა ** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა
კომპეტენციები:
კომუნიკაცია
უნარები
** კომუნიკაბელურობა ** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა)
სხვა უნარები
** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო ** კომპიუტერული პროგრამები: ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD)
ხელფასი: 1417 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ელფოსტა: cml@mod.gov.ge ** ტელ.: მამუკა ოდიკაძე - 577 197066