გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

D52Q5WAS გამოქვეყნდა 30 ოქტ 30 ნახვა

სერვისის ხელმძღვანელი

STREAM გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ნოე
შესვლა და განაცხადი

სერვისის ხელმძღვანელი

ვაცხადებთ ვაკანსიას სერვისის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანია - "ელტეგისთვის", რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ლიფტების, ექსკალატორების, საპარკინგე სისტემების მონტაჟსა და სერვისს.

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების კანდიდატს, რომელსაც ექნება გუნდის მართვის გამოცდილება, გაუწევს კონტროლს მასზე დაქვემდებარებულ ოპერატიულ ბრიგადებს, ექნება კომუნიკაცია ამხანაგობებთან, სასტუმროებთან და სხვადასხვა სახის დაწესებულებებთან. დაქვემდებარებაში ექნება 3 ქალაქი და 269 ობიექტი.

სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44 სამუშაო განაკვეთი: სრული. გათვალისწინებულია რეგულარული მივლინებები ქუთაისსა და ბათუმში ექვემდებარება: ტექნიკურ დირექტორს მართავს: სერვისის სპეციალისტების გუნდებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, მომსახურების ქოლცენტრს ანაზღაურება: 2500-3500 (ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით)

ძირითადი მოვალეობები

  • ლიფტებისა და ესკალატორების გეგმიური ტექნიკური მომსახურებისა და ავარიულ გამოძახებებზე დროული რეაგირების ორგანიზება სერვისის გუნდების მენეჯერების საშუალებით;
  • სერვისის ბრიგადების საქმიანობის კოორდინაცია, ყოველდღიური სამუშაოებისა და მარშრუტების დაგეგმვა/შესრულების კონტროლი;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • რთული ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკასა და აღმოფხვრაში უშუალო მონაწილეობა;
  • მონტაჟის დასრულების შემდეგ ობიექტების სერვისზე გადმობარების უზრუნველყოფა;
  • ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, დეფექტური აქტებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ბიუჯეტის შესრულების, ხარჯებისა და მასალების მარაგების კონტროლი;
  • არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია, ახალი ობიექტების მოზიდვა და სერვისის მიმართულების განვითარება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და პროგრამაში ინფორმაციის დროული ასახვის უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ხარისხის, ფინანსური შედეგებისა და გუნდის ეფექტიანობის შესახებ ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრომექანიკა, ელექტროინჟინერია, მექანიკა ან შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება);
  • ლიფტების ან/და ესკალატორების სერვისის ან მონტაჟის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Offoce პროგრამების ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 14 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა