მორიგე ექთანი / მორიგე ექთნის თანაშემწე
შპს ‘’ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის და მორიგე ექთნის თანაშემწის პოზიციებზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ.გობრონიძის ქ.27 სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა 8/16/24 საათიანი მორიგეობები
ძირითადი მოვალეობები: - კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით; - საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში; - პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი; - პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება, შეფასება და სტაბილიზება; - საექთნო დოკუმენტის წარმოება; - შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა; - საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ვაკანსიის მოთხოვნები: - საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან; - ექთნის შემთხვევაში აუცილებელია ექთნად მუშაობის გამოცდილება; - ექთნის თანაშემწის შემთხვევაში სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და სასწავლებლიდან შესაბამისი ცნობა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: etokezherashvili20@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 571 174 კლინიკის მთავარი ექთანი. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.