ტრენინგებისა და ადმინისტრაციული ასისტენტი
+6% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,418 ₾ · 103 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 15 დღე) ბოლო ვადა: 28 ნოე
ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგებისა და ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
"EBIT Group" წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის, ტრენინგ ცენტრის და ტექ კომპანიის სახით; ჯგუფის მიზანია ორგანიზაციების მხარდაჭერა ბიზნესის განვითარებაში, როგორც საკონსულტაციო კუთხით, ასევე ინვესტიციების მოზიდვით და პერსონალის გადამზადებით სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგების დახმარებით.
"EBIT Group" კონსულტირებას უწევს საქართველოში მოქმედ კომპანიებს როგორც ფინანსების მართვის, ასევე საოპერაციო მენეჯმენტის და IFRS სტანდარტების მიმართულებით. https://www.ebit.ge
ფუნქცია-მოვალეობები:
1. კომპანიის კლიენტებისათვის ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება:
- კომპანიის ტრენინგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგების პოტენციურ და მიმდინარე მონაწილეებთან/კლიენტებთან კომუნიკაცია, როგორც ღია ტრენინგების, ასევე კორპორატიული მიმართულებით
- ტრენინგების საფასურის გადახდების მონიტორინგი
- ტრენინგების ლოჯისტიკური და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.
2. ბიზნეს-შეხვედრებისა და ღონისძიებათა ორგანიზაციული საკითხების მართვა 3. კომპანიის პოტენციურ კლიენტთა მონაცემთა ბაზების მართვა, როგორც ტრენინგების, ასევე სხვა სერვისების მიმართულებით. 4. კომპანიის კორპორატიული საკომუნიკაციო არხების მართვა. 5. პრეზენტაციებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებაში კომპანიის დირექტორის ასისტირება 6. კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სარეკლამო ბეჭდვითი მასალების დამზადების ორგანიზება 7. ოფისის ადმინისტრირების ფუნქციების შესრულება:
- საკანცელარიო და ოფისისათვის საჭირო სხვადასხვა მასალების შერჩევა და შესყიდვა;
- საოფისე ტექნიკის, მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შეკეთების პროცესის ორგანიზება;
- ოფისის მოწესრიგებულობის, ვიზუალური იერ-სახის და სისუფთავის უზრუნველყოფა.
8. ინტერნეტის, პროგრამული და საინფორმაციო-ტექნოლოგიური სერვისების მიმწოდებლებთან კომუნიკაცია, თანამშრომელთა მხარდაჭერა ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში. 9. პროექტების მართვისა და ადამიანური რესურსებისა პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება:
- პროგრამების დანერგვაში ჩართულობა და თანამშრომელთა კონსულტირება პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით
- პროგრამებში (soft) მონაცემების შეყვანა და რეპორტინგი; ტაბელების ფორმების მომზადება.
- თანამშრომელთა სამუშაო დროის მართვასთან დაკავშირებული პროგრამული ინფორმაციის პერიოდული მონიტორინგი
10. კომპანიის კლიენტებთან დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა ბიზნეს-პარტნიორული ხელშეკრულებების რეესტრის მართვა და დაარქივება. 11. კომპანიის ხელმძღვანელი რგოლის მხარდაჭერა მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და ცოდნა:
1. უმაღლესი განათლება 2. კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა 3. სოციალურ ქსელებისა და საიტების ადმინისტრირების ბაზისური ცოდნა 4. ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
სამუშაო გამოცდილება
ადმინისტრაციული ასისტენტის, პროექტების ასისტენტის, ტრენინგების სპეციალისტის/ასისტენტის, ოფის-მენეჯერის, კლიენტთა მხარდაჭერის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სამუშაო უნარები:
1. განვითარებული ტექნიკური უნარები 2. განვითარებული ზეპირი და წერითი ვერბალური უნარები 3. კლიენტზე ორიენტირებულობა 4. ეფექტური კომუნიკაციის უნარი 5. სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები 6. ინფორმაციის და დოკუმენტაციის ორგანიზების უნარები 7. დეტალებისადმი ყურადღება 8. ყურადღების სწრაფად გადართვის უნარები (multitasking) 9. პუნქტუალობა და აკურატულობა
სამუშაო პირობები
- სამუშაო ფორმატი: საოფისე
- სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი
- გრაფიკი: 9 სთ-18 სთ-მდე ან 10 სთ-19 საათამდე; 1 სთ შესვენება
ანაზღაურება: 1500 ლარი (ნეტ) + ბონუსები გაყიდული ტრენინგების მიხედვით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 ნოემბერი
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აპლიკაციის შევსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 1 წლის ვადით შენახვაზე.