8195 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D792A1NA გამოქვეყნდა 26 აგვ 0 ნახვა

გაყიდვების განვითარების წარმომადგენელი

ADI 2018 via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ADI" 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის — ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის — გადაჭრაზე.

დღეს "ADI" ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგი, დიზაინი, პროგრამირება და სხვა სფეროები.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

პოზიციის შესახებ:

დღეს ჩვენ ციფრული პროფესიონალების მომავალ თაობას ვზრდით: მარკეტერებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს და კრეატორებს, რომლებიც არა მხოლოდ დასაქმებაზე არიან ორიენტირებულნი, არამედ სურთ, იყვნენ საუკეთესოები საკუთარ საქმეში.

ADI-ში გაყიდვები არ არის მხოლოდ სკრიპტების კითხვა — ეს არის ნამდვილი საუბრები, ღირებულების გადმოცემა და ადამიანური კავშირი.

ვეძებთ გაყიდვების განვითარების წარმომადგენელს (SDR), რომელიც დაეხმარება მეტ ადამიანს აღმოაჩინოს, რას შეიძლება გაუხსნას ADI-მ მათ ცხოვრებაში.

თქვენ იქნებით პირველი კონტაქტი იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ამბიციური, ცნობისმოყვარე ან უბრალოდ ცვლილების მაძიებელი. თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ მათ დაინახონ შესაძლებლობები.

თუ მუშაობდით ქოლ-ცენტრში, გაყიდვების გუნდში ან სწრაფი ტემპის გარემოში და მოგწონთ ადამიანებთან კომუნიკაცია, აქ თავს კომფორტულად იგრძნობთ.

ჩვენ ვქმნით გაყიდვების კულტურას, რომელიც არის ამბიციური, მაგრამ ადამიანური; დისციპლინირებული, მაგრამ მხარდამჭერი.

მთავარი ვალდებულებები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ტელეფონი, მესიჯი, მეილი); დროული, მეგობრული და პროფესიონალური პასუხების გაცემა ყველა შეტყობინებაზე; ** ლიდების ეფექტური დამუშავება და CRM-ში ზუსტი მონაცემების რეგისტრაცია; ** დაინტერესებული მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება აკადემიის კურსებისა და სერვისების შესახებ; ** კლიენტის საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება (აპსელინგი, ქროსსელინგი, სპეციალური პაკეტები); ** გარიგებების დახურვა და გაყიდვების რაოდენობრივი მიზნების შესრულება; ** აქტიური მონაწილეობა გუნდურ გაყიდვებში და საერთო მიზნების მიღწევაში; ** არსებული სტუდენტების პორტფოლიოს მართვა — დამატებითი კურსების შეთავაზება და ინტერესის შენარჩუნება; ** მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდთან თანამშრომლობა კურსების სიახლეების, ტენდენციებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად; ** მაღალი კლიენტური კმაყოფილების უზრუნველყოფა და გაყიდვების პაიპლაინის ეფექტური მართვა; ** გაყიდვების მენეჯერის დავალებების დროული შესრულება; ** ახალი და არსებული კლიენტებისგან გადახდების დროული უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მსგავსი ტიპის პოზიციაზე; ** ძლიერი კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და გარიგებების დახურვის უნარი; ** მრავალ ამოცანასთან ერთდროულად მუშაობის ორგანიზებულობა; ** ობიექტების მართვისა და მოქნილად ადაპტაციის უნარი; ** გუნდთან თანამშრომლობის სურვილი და პოზიტიური დამოკიდებულება.

რას გთავაზობთ:

** მეგობრული სამუშაო გარემო (მართლა ასეა!); ** დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა მხარდაჭერილ გუნდში; ** პირველ 3 თვეში ოფისიდან მუშაობა, შემდგომში — ჰიბრიდული ფორმატი; ** ულიმიტო წვდომა ADI-ის ყველა კურსზე (და ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის); ** მიმზიდველი Referral პროგრამა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს ან გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: victoria.b@academyofdigitalindustries.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ADI 2018
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა