7938 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D8EGH3G8 გამოქვეყნდა 26 აგვ 12 ნახვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი

საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ექსპერტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი/ბათუმი

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული;

** გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

** არ გეშინია გამოწვევბის და სირთულეების;

** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;

** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდთნ ერთად;

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;

** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;

** გაყიდვების პროცესის მართვა და კონტროლი;

** შედეგებზე ორიენტაცია;

** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა;

** კომმპანიის სერვისების წარმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობა პოტენციურ კლიენტებთან;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;

** საოფისე პროგრამების ცონდა;

** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალური;

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კონფლიქტების არიდების უნარი;

** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: არაუგვიანეს 26/09/2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის