7697 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D9BQX1P3 გამოქვეყნდა 31 აგვ 6 ნახვა

სატრანსპორტო საშუალებების/სამუშაო ტექნიკის მძღოლ-ოპერატორი

ასპ-გრუპი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას - სატრანსპორტო საშუალებებისა და სამუშაო ტექნიკის მძღოლ-ოპერატორის პოზიციაზე.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/

პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო;

სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;

ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტიდან ობიექტზე გადასატანი პროდუქციის ჩაბარება, მისი დათვლა/აღრიცხვა და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;

** საჭიროების შემთხვევაში, საჭირო პროდუქციის შესყიდვა / მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;

** ავტოამწის/ევაკუატორის საშუალებით დატვირთვა-გადმოტვირთვით სამუშაოების შესრულება;

** საჭიროების შემთხვევაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;

** ავტოამწით/ევაკუატორით პროდუქციის ტრანსპორტირება მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით;

** ავტომობილის სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ასევე პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;

** საგზაო წესების დაცვა;

** კომპანიის შინაგანაწესის, შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება - დამატებით E კატეგორიის მქონე კანდიდატს;

** სავალდებულოა ავტომობილის მართვის 3 წლიანი გამოცდილება;

** სასურველია GPS-ის და ელექტრონული რუკის გამოყენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალობა;

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 30 სექტემბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ასპ-გრუპი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა