ინჟინერ-კონსტრუქტორი
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. „ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები: - დამკვეთის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, შეცდომების, შეუსაბამობებისა და არასაკმარისი ინფორმაციის იდენტიფიცირება. - საპროექტო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა დოკუმენტაციის დასაზუსტებლად და ხარვეზების ოპერატიულად აღმოსფხვრელად. - სხვადასხვა სირთულის სტრუქტურული ელემენტების დაპროექტება და ზუსტი საინჟინრო-კონსტრუქციული გათვლების წარმოება. - პროექტების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა. - კონსტრუქციული მოთხოვნებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ოპტიმალური სამშენებლო მასალების შერჩევა. - საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა, არსებული პროექტების კორექტირება და გაუმჯობესება. - სამშენებლო მოედნის ადგილზე შესწავლა არსებული გარემოებებისა და შეზღუდვების შესაფასებლად. - პროექტის შესრულებისა და მშენებლობის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. - ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპანიის კომერციულ, ტექნიკურ, საპროექტო და სამშენებლო ჯგუფებს შორის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ტექნიკური განათლება სამოქალაქო ინჟინერიის ან მშენებლობის მიმართულებით. - გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის ან შესაბამის პოზიციაზე. - სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა; - საპროექტო და საინჟინრო პროგრამები: AutoCAD, ArchiCAD - სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები: - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - ორგანიზებულობა; - პუნქტუალურობა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი - სრული; ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); - ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 28 ნოემბრამდე;
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.