8371 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DBT85H4Z გამოქვეყნდა 7 სექ 3 ნახვა

დასაქმების სააგენტო ეიჩარი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

HR.GE-ის გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტს!

თუ კომუნიკაცია, ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებები შენი ძლიერი მხარეა და გინდა კარიერა გაყიდვების მიმართულებით დაიწყო ან განავითარო, შესაძლოა სწორედ შენ გეძებდეთ.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — განვიხილავთ მოტივირებულ ახალ კურსდამთავრებულებსაც.

რას გააკეთებ? - პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიებას და მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარებას; - კომპანიებთან სატელეფონო და ელექტრონულ კომუნიკაციას; - HR.GE-ის მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზებას; - კლიენტებისთვის პრეზენტაციების მომზადებასა და ჩატარებას; - შეხვედრების დაგეგმვასა და მოლაპარაკებების წარმოებას; - პოტენციური და არსებული კლიენტების ბაზის განვითარებას; - არსებული კლიენტების საჭიროებების შესწავლასა და მათთან ურთიერთობის განვითარებას; - გაყიდვების გეგმის შესრულებასა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობას.

რას ველოდებით შენგან? - უმაღლეს განათლებას ან სწავლის დასრულების ეტაპზე ყოფნას; - ქართულ ენაზე გამართულ კომუნიკაციას; - ინგლისური ან/და რუსული ენების სრულყოფილ ცოდნას; - MS Word, MS Excel და MS PowerPoint-ის ცოდნას; - კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგ უნარს; - შედეგზე ორიენტირებულობას და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; - სწრაფად სწავლისა და განვითარების სურვილს; - ორგანიზებულობას და დეტალებზე ორიენტირებულობას. - კორპორატიულ გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.

რატომ HR.GE? - ეს პოზიცია კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს: - გაიღრმაოს ცოდნა B2B გაყიდვების მიმართულებით; - იმუშაოს რეალურ კორპორატიულ კლიენტებთან; - განივითაროს მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები; - მიიღოს გამოცდილება ერთ-ერთ წამყვან ქართულ დასაქმების პლატფორმასთან მუშაობისას; - განვითარდეს პროფესიულად და გაიზარდოს კარიერულად.

სამუშაო პირობები - ორშაბათი–პარასკევი - 09:30–18:30

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დასაქმების სააგენტო ეიჩარი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის