← ყველა ვაკანსია

DEF60J0M გამოქვეყნდა 18 ნოე 20 ნახვა

მარკეტინგის მენეჯერი

One Development

One Development

One Development გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 27 დღე) ბოლო ვადა: 15 დეკ

ფორმა · განცხადებაში

One Development აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერი (Marketing Manager) პოზიციაზე.

ONE Development ადგილმდებარეობა: ბათუმი, საქართველო სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ოფისიდან მუშაობა

კომპანიის შესახებ ONE Development — დეველოპერული კომპანია ბათუმში, რომელიც ახორციელებს თანამედროვე საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს. ვეძებთ ინიციატივიან და სისტემურად მოაზროვნე მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული აქტივობების კოორდინაციაზე, გარე კონტრაქტორებთან თანამშრომლობასა და ჩვენი პროექტების პოპულარიზაციის ეფექტიანობის კონტროლზე.

ირითადი მოვალეობები

  • კომპანიის ყველა პროექტის მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია.
  • გარე მარკეტინგული სააგენტოსთვის დავალებების განსაზღვრა, შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი.
  • B2B და B2C მიმართულებებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • სარეკლამო კამპანიების კონტროლი, პოტენციური მომხმარებლების (ლიდების) მოზიდვის ეფექტიანობისა და მათი ხარისხის ანალიზი.
  • B2B და B2C გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა, უკუკავშირის შეგროვება და მარკეტინგული აქტივობების შესაბამისი კორექტირება.
  • სარეკლამო მასალების, პრეზენტაციების, ლენდინგებისა და კონტენტის შესაქმნელად ტექნიკური დავალებების მომზადება.
  • ბრენდის ერთიანი პოზიციონირებისა და ვიზუალური იდენტობის დაცვაზე კონტროლი.
  • კონკურენტების, უძრავი ქონების ბაზრისა და თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტების მონიტორინგი.
  • მარკეტინგული მაჩვენებლების, ხარჯებისა და მიღებული შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება.
  • პარტნიორული ღონისძიებების, გამოფენებისა და პრეზენტაციების მარკეტინგული მხარდაჭერის ორგანიზება.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ

  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება,
  • სასურველია უძრავი ქონების ან დეველოპმენტის მიმართულებით.
  • გარე კონტრაქტორებთან და სარეკლამო სააგენტოებთან მუშაობისა და მათი მართვის გამოცდილება.
  • ციფრული მარკეტინგის ცოდნა: Meta Ads, Google Ads, SEO, SMM და ანალიტიკა. მარკეტინგული KPIების

ცოდნა და ანალიზის უნარი

  • CPL, CAC, ლიდების კონვერსია, ROMI.
  • CRM სისტემებთან მუშაობის უნარები და გაყიდვების ძაბრის პრინციპების ცოდნა.
  • მკაფიო ტექნიკური დავალებების შედგენისა და მათი შესრულების კონტროლის უნარი.
  • სისტემური აზროვნება, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • ქართული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ
  • მუშაობას განვითარებად დეველოპერულ კომპანიაში, რომელიც რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
  • შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოთ მარკეტინგულ სტრატეგიასა და ბიზნესშედეგებზე.
  • საერთაშორისო ბაზრებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობას.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე სათაურით „Marketing Manager — ONE Development“.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა