9880 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DG588SMC გამოქვეყნდა 7 ოქტ 33 ნახვა

GT Motors

GT Motors

სამღებრო-სათუნუქე საამქროს ხელმძღვანელი

GT Motors გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/Mini-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას სამღებრო-სათუნუქე საამქროს ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი და ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00

პოზიციის მიზანი სამღებრო-სათუნუქე საამქროს ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სადილიერო/იმპორტიორის ცენტრში სამღებრო-სათუნუქე მიმართულების საერთო მართვაზე, ტექნიკურ შედეგებზე, ოპერაციულ ეფექტიანობაზე, ხარისხზე, მომგებიანობასა და განვითარებაზე.

სამღებრო-სათუნუქე მიმართულება მოიცავს ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის მიერ მიღებული დაზიანების შეკეთების სრულ ციკლს, მათ შორის: - დაზიანების შეფასებასა და შეკეთების ხარჯთაღრიცხვას - MET - მექანიკური, ელექტრო, მოპირკეთების (დაშლა/აწყობა) სამუშაოებს - ძარის გეომეტრიის შემოწმება-აღდგენას - სათუნუქე სამუშაოებს - ზედაპირის მომზადების სამუშაოებს - სამღებრო სამუშაოებს - ავტომობილის დითეილინგსა და კოსმეტიკურ მომზადებას - პოლირებას - დამცავ ფირებსა და მასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მომსახურებებს - ავტომობილის და სალონის რეცხავს და/ან ქიმწმენდას - ავტომობილის საბოლოო მომზადებასა და ხარისხის კონტროლს

როლი მოითხოვს ავტოინდუსტრიაში ძლიერ ტექნიკურ გამოცდილებას, გუნდის მართვისა და ოპერაციული ლიდერობის უნარებთან ერთად. წარმატებულ კანდიდატს უნდა ეხერხებოდეს შეკეთების მეთოდოლოგიისა და ტექნიკური პროცესების დეტალური გაგება, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა/ან გადამოწმება, ხარისხის პრობლემების ძირეული მიზეზების დადგენა და, ამავდროულად, ტექნიკური სპეციალისტებისგან შემდგარი მრავალფეროვანი გუნდის გაძღოლა და განვითარება.

ძირითადი მოვალეობები - დეპარტამენტის ოპერაციული მართვა: სამღებრო-სათუნუქე, MET, დითეილინგისა და მოსამზადებელი სექტორების მუშაობის კოორდინაცია და შეუფერხებელი ნაკადის უზრუნველყოფა. ეტაპებს შორის ეფექტიანი გადაცემის უზრუნველყოფა: დაზიანების შეფასება → დაშლა → ნაწილები → ძარა → თუნუქი → MET → მომზადება → შეღებვა → აწყობა → დითეილინგი → ხარისხის კონტროლი → გაცემა. პროდუქტიულობისა და შეკეთების დროის (Repair Cycle) შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლების დადგენა. - ტექნიკური ლიდერობა: ავტომობილის აღდგენითი/სამღებრო პროცესების მეთოდოლოგიური ზედამხედველობა და მწარმოებლის/ბრენდის სტანდარტების მკაცრი დაცვა. - ხარისხის კონტროლი: ხარისხის სტანდარტების დანერგვა, „პირველივე ჯერზე სწორად გაკეთების“ (Fix it Right the First Time) კულტურის უზრუნველყოფა და ხარვეზების/განმეორებითი ვიზიტების მინიმუმამდე დაყვანა. - დაზიანების შეფასება & ხარჯთაღრიცხვა: შეფასებების სიზუსტისა და ტექნიკური მიზანშეწონილობის კონტროლი, სადაზღვევო კომპანიებთან ეფექტიანი თანამშრომლობა. - გუნდის მართვა & განვითარება: ტექნიკური პერსონალის გაძღოლა, მოტივაცია, შეფასება და სწავლება/ტრენინგების დაგეგმვა. - KPI & ეფექტიანობა: შეკეთების ვადების (Cycle Time), პროდუქტიულობის, მომგებიანობისა და მომხმარებელთა კმაყოფილების (CSI) მაჩვენებლების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - გამოცდილება: ავტოსერვისში/სამღებრო-სათუნუქე მიმართულებით მმართველ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტორიზებულ სერვისცენტრში ან პრემიუმ ბრენდებთან). - ტექნიკური ცოდნა: ძარის შეკეთების, თუნუქის, MET, შეღებვის, დითეილინგისა და თანამედროვე ტექნოლოგიების (ADAS, ალუმინი/HSS, PPF, EV/Hybrid) სიღრმისეული ცოდნა; - უნარები: ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები, პროცესების ოპტიმიზაციისა და პრობლემების ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უნარი. - განათლება: უმაღლესი ტექნიკური/საავტომობილო განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5ejpY9fb

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა