გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DG8WTJ5D გამოქვეყნდა 5 ნოე 29 ნახვა

სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი

უნილეველი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

სტრუქტურული ერთეული: მედიცინის ფაკულტეტი

უშუალო ხელმძღვანელი: დეკანი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4

ჩვენ შესახებ:

უნივერსიტეტი "უნილეველი" აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.

პოზიციის მიზანი:

სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს მედიცინის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის გამართულ ორგანიზებას — სასწავლო გრაფიკიდან და ცხრილებიდან შეფასებისა და გამოცდების ადმინისტრირებამდე — და არის მთავარი საკონტაქტო რგოლი სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ძირითადი მოვალეობები

  • სასწავლო გრაფიკის, ცხრილებისა და აკადემიური კალენდრის ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალისა და სტუდენტების ინფორმირება და კონსულტირება;
  • დასწრების, შეფასებისა და გამოცდების ადმინისტრირება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრთან კოორდინაციით;
  • აკადემიური პროცესის დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;
  • სტუდენტთა დოკუმენტაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

ცოდნა

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

საჭირო კომპეტენციები

  • კომუნიკაციის უნარი;
  • მოსმენისა და გააზრების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიტუაციის მართვისა და კონსენსუსის მიღწევის უნარი.

რას გთავაზობთ

  • სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
  • კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
  • მუშაობას მზარდ საუნივერსიტეტო გუნდში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გავაგზავნოთ განაცხადი

წარმოსადგენი დოკუმენტები: რეზიუმე (CV).

წერილის სათაურში მიუთითეთ: "სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 დეკემბრამდე.

დასაქმების შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ცნობების წარდგენა (ეს ცნობები განაცხადთან ერთად არ იგზავნება):

  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ("სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).

მომავალ ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, რეზიუმესა და საკონტაქტო მონაცემებს შევინახავთ მიმდინარე შერჩევის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე. ამ მიზნით თანხმობის არგაცემა მიმდინარე შერჩევაში მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს.

თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს უნივერსიტეტი უნილეველი დაამუშავებს მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. დამუშავების პირობები, შენახვის ვადა და თქვენი უფლებები იხილეთ: https://unilevel.ge/ge/personal-data-processing-for-candidates-ge/

შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა