მარკეტინგის მენეჯერი
CMG — საინვესტიციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება Tower Group-ისა და პარტნიორი დეველოპერების უძრავი ქონების პროექტების სტრატეგიულ განვითარებასა და ექსკლუზიურ გაყიდვებზე — ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაინტერესებთ უძრავი ქონების სფერო და გსურთ კარიერული განვითარება დინამიკურ გარემოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები: - მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა; - სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და ეფექტური კონტენტის შექმნა; - ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი; - სარეკლამო და პრომო მასალების მომზადებაში ჩართულობა; - გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში; - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა; - ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ: - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში; - დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00. შაბათ-კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში დასვენება. - სახელფასო ანაზღაურება: 2000-3000 ლარი, სრულად დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებზე - ჯანმრთელობის დაზღვევა.
აღნიშნული ვაკანსია აქტიურია ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სვ ელ-ფოსტაზე:
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.