გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DHS3C3B7 გამოქვეყნდა 30 ოქტ 43 ნახვა

კლასის დამრიგებელი

ათასწლეულის სკოლა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.

ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას. https://www.millennium-school.org/

ვეძებთ კლასის დამრიგებელს, რომელიც იზრუნებს კლასის თითოეული მოსწავლის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე და ქმნის უსაფრთხო, მხარდამჭერ გარემოს;
  • აკვირდება მოსწავლეთა დასწრებას, ქცევასა და აკადემიურ მოსწრებას და საჭიროების შემთხვევაში დროულად რეაგირებს;
  • გეგმავს და ატარებს სადამრიგებლო საათებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითრეგულაციის, პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას;
  • რეგულარულად და კონსტრუქციულად ურთიერთობს მშობლებთან მოსწავლის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ფორმით;
  • თანამშრომლობს კლასში მომუშავე მასწავლებლებთან, საფეხურის კოორდინატორთან და სკოლის ადმინისტრაციასთან, რათა თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა;
  • სკოლის ფსიქოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს მოსწავლის საჭიროებების შეფასებასა და მხარდაჭერის დაგეგმვაში;
  • კოორდინაციას უწევს კლასის საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ პროექტებსა და აქტივობებს;
  • აწარმოებს კლასის დოკუმენტაციას ელექტრონულ ჟურნალში;
  • მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში და მხარს უჭერს სკოლის ღირებულებებსა და კულტურას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით);
  • კლასის დამრიგებლად მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების სფეროში);
  • კლასის მართვისა და სოციალურ-ემოციური სწავლის საფუძვლების ცოდნა;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ცოდნა და ციფრული ინსტრუმენტების (ელექტრონული ჟურნალი, Google Workspace) გამოყენების უნარი;
  • მშობლებთან, კოლეგებთან და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ემპათია, ინიციატივა და პროფესიული განვითარების სურვილი.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 30 ნოემბრის ჩათვლით.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2026-2027 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში. სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე https://www.millennium-school.org/

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა