მოლარე-ადმინისტრატორი
სპარ/ვაკის კონცეფცია ეფუძნება ორი ძლიერი ბრენდის სინერგიას: SPAR-ის საერთაშორისო გამოცდილებას სწრაფი და მოხერხებული ვაჭრობის სფეროში და „ვაკის“ უპირობო რეპუტაციას ხარისხიანი ხორცპროდუქტების წარმოებაში.
Shop in Shop მოდელით მოქმედი ქსელი მომხმარებელს სთავაზობს მეტ კომფორტსა და მრავალფეროვნებას ერთ სივრცეში: „ვაკის“ ხორცპროდუქტების სრულ ასორტიმენტს, „სპარის“ პროდუქციასა და ვაკის ხორცპროდუქტებით ადგილზე დამზადებულ ფრეშ სენდვიჩებსა და ჰოთ-დოგებს.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge https://www.facebook.com/vakeproducts სპარ ვაკე აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი (200-500 ლარი)
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- ანაზღაურებად სტაჟირებას
- ფასდაკლების ბარათს
- Fitpass-ის და ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებას
ფუნქცია-მოვალეობები
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
- სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
- პროდუქციის მარკირება, დალაგება და ვადების შემოწმება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. გისურვებთ წარმატებას!