სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით) ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 სექტემბერი სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)
მოვალეობები:
** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებისა და ტექნოლოგიური ინსტალაციების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** მუზეუმში არსებული ექსპონატების რეგულარული შემოწმება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება; ** საშუალო სირთულის ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად აღმოფხვრა და რთულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალისტების/კონტრაქტორების ჩართვა; ** მუზეუმის ექსპონატების ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი; ** მუზეუმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის (ინტერაქტიული სისტემები, სენსორები, მექანიკური და ელექტრონული კომპონენტები) გამართულობის ზედამხედველობა; ** უმცროსი ტექნიკოსის საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; ** ტექნიკური სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** ექსპონატების მონტაჟში, დემონტაჟსა და განახლებაში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია; ** მუზეუმში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა; ** მუზეუმის ექსპონატების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ღონისძიებებისა და ვიზიტორების მომსახურების პროცესში; ** მუზეუმის ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშგებაში მონაწილეობა; ** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ინჟინერია, მექანიკა, ელექტრონიკა ან დაკავშირებული სფერო).
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მოვლა-პატრონობის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით.
დამატებითი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ** სასურველია გამოცდილება ინტერაქტიული სისტემების, ელექტრონიკის ან მექანიკური მოწყობილობების მართვაში.
უნარ-ჩვევები:
** ტექნიკური აზროვნება; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი.
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZJUXR
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.