8,848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DMJRG8SD გამოქვეყნდა 21 სექ 5 ნახვა

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

მეეზოვე

ეროვნული ბოტანიკური ბაღი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1520 / თვეში ბოლო ვადა: 22 ოქტ

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მეეზოვის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 ანაზღაურება: 1520 ლარი (დარიცხული)*

*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაღის ტურისტული ბილიკების, ძირითადი და დამხმარე (სამეურნეო) გზების დასუფთავება;
  • სანაგვე კონტეინერების დასუფთავება;
  • სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემის მოვლა-პატრონობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;

შერჩევის მეთოდები:

  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მეეზოვე).

  • * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა