ტრენინგი - ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული საქმიანობის ორგანიზება
თბილისის სამართლის სკოლა და ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო აცხადებს მიღებას მოქმედი იურისტებისა და ადვოკატებისთვის სასწავლო პროგრამაზე „ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული საქმიანობის ორგანიზება“.
დასახელება: ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და პროფესიული საქმიანობის ორგანიზება Provider: თბილისის სამართლის სკოლა Type: ტრენინგები· Deadline: 03.11.2026
პროგრამა მოიცავს თორმეტ 2-საათიან ინტენსიურ სესიას, რომელიც მიმართულია ადვოკატებსა და იურისტებში შემდეგი უნარების განვითარებაზე: - კლიენტთან ურთიერთობა: პირველი შეხვედრის დაგეგმვა და განხორციელება, ფაქტებისა და კლიენტის შეხედულებების გამიჯვნა, კლიენტის მოლოდინების მართვა, საქმის სამართლებრივი და პრაქტიკული რისკების იდენტიფიცირება; - მომსახურების საფასურის განსაზღვრა: ჰონორარის სხვადასხვა მოდელის გამოყენება, ხარჯებისა და ანაზღაურების წესის შეთანხმება; - პროფესიული კომუნიკაცია: კლიენტისთვის საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროფესიული წერილებისა და ანგარიშების მომზადება, მოლაპარაკება და მეორე მხარესთან კომუნიკაცია; - სასამართლოში გამოსვლა: ზეპირი პოზიციის ლაკონურად და სტრუქტურირებულად ჩამოყალიბება, მოსამართლის კითხვებზე რეაგირება; - ხელოვნური ინტელექტის (AI) ეფექტური და ეთიკური გამოყენება საადვოკატო საქმიანობაში; - რეკლამა, როგორც საადვოკატო საქმიანობის ორგანიზების საშუალება და არა კლიენტის მოპოვების არასწორი გზა.
პრაქტიკული სწავლება: რეალური შემთხვევების (ქეისების) განხილვა, პროფესიული სიტუაციების მოდელირება, AI ინსტრუმენტებთან მუშაობა და ინდივიდუალური უკუკავშირი. მიღებული ცოდნა გამოგადგებათ ყოველდღიურ პრაქტიკაში - ახალი კლიენტის მიღებისას, ჰონორარის შეთანხმებისას, საქმის წარმართვისას, სასამართლო სხდომისთვის მომზადებისას და საკუთარი პრაქტიკის ორგანიზებისას.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.
პროგრამას გაუძღვება ზვიად კორძაძე – ადვოკატი 30-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე.
დაწყება: 5 ნოემბერი, 2026 შეხვედრები: ორშაბათს და ხუთშაბათს, 20:00 საათზე ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი 36ა, II სართული საფასური: 1400 ლარი ფასდაკლება: 31 ოქტომბრის ჩათვლით (23:59 საათამდე) რეგისტრირებული მონაწილეებისთვის [– 20%], ანუ საფასური 1120 ლარი რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 ნოემბერი, 2026
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაცია: https://forms.gle/KA5EVd1FBGHg4e45A
დამატებითი ინფორმაცია. https://www.facebook.com/TbilisiLawSchool
სკოლის შესახებ თბილისის სამართლის სკოლა 2016 წელს დაარსდა იურიდიულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი იურისტების მიერ. სკოლა მოქმედ იურისტებსა და ადვოკატებს სთავაზობს უწყვეტ პროფესიულ სწავლებას – პროფესიული უნარების დახვეწასა და ცოდნის რეგულარულ განახლებას. სკოლის პარტნიორები არიან: „კორძაძის საადვოკატო ბიურო“ და „ზვიად კორძაძის გამომცემლობა“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.