გაყიდვების განვითარების / მარკეტინგის მენეჯერი
Pharmaactive -ის გუნდს ვუერთებთ ახალ წევრს, გაყიდვების განვითარების / მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე!
ჩვენი განვითარებადი (სხვა ქვეყანაში უკვე 9 წლის) ,დერმოკოსმეტიკური ბრენდისთვის ვეძებთ გაყიდვებისა და ბრენდის განვითარების მიმართულებით გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს.
ვეძებთ რეალურ კადრს, რომელსაც შეუძლია: - ახალი მომხმარებლების მოზიდვა და გაყიდვების გაზრდა - გაყიდვების სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება - პოტენციურ პარტნიორებთან, კლინიკებთან, სილამაზის ცენტრებთან და ინფლუენსერებთან კომუნიკაცია - შეთავაზებების მომზადება და მომხმარებელთან კომუნიკაციის მართვა - სოციალური ქსელებისა და ციფრული მარკეტინგის პროცესებში ჩართულობა - გაყიდვების პროცესის კონტროლი და განვითარება
სასურველი თვისებები: - გაყიდვების ან მარკეტინგის გამოცდილება - დერმოკოსმეტიკის, სილამაზის ან ჯანდაცვის სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად - ძლიერი კომუნიკაციის უნარი - პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა - დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის უნარი
სამუშაო ფორმატი: - ონლაინ / Home Office - შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემა - გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა
ვეძებთ არა მხოლოდ თანამშრომელს, არამედ ადამიანს, რომელიც ჩვენს ბრენდთან ერთად გაიზრდება და აქტიურად შეუწყობს ხელს მის განვითარებას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 571 110 951 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: dermopharmaactive@gmail.com