პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

DREJSA3V გამოქვეყნდა 3 ნოე 28 ნახვა

მარკეტინგის მენეჯერი

ვიჯი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მდებარეობა: თბილისი, ზღვისუბანი, ისააკიანის #1 (ყოფილი ფურ-ფუნთუშეულის ქარხნის ტერიტორია) განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 09:00 - 18:00 მიმართულება: ჰიგიენური პროდუქტები — ბავშვის საფენები, სველი ხელსახოცები და საყოფაცხოვრებო ქიმია.

ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჰიგიენური პროდუქტების მიმართულების ნულიდან განვითარებაზე, ბაზარზე პოზიციონირებასა და გაყიდვების არხების გაფართოებაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ჰიგიენური პროდუქტების მიმართულების ნულიდან დაგეგმვა, განვითარება და მართვა;

პროდუქციის ასორტიმენტის ფორმირება და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • პროდუქციის შეყვანა სააფთიაქო ქსელებში, საცალო სავაჭრო ქსელებსა და საბითუმო არხებში;
  • სავაჭრო ქსელებთან და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება კომერციული პირობების, ფასების, მარჟებისა და განთავსების საკითხებზე;

ახალი კლიენტებისა და გაყიდვების არხების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;

  • ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროდუქციის ფასების, სავაჭრო მარჟებისა და მომგებიანობის მართვა;
  • გაყიდვების, ხარჯების, შემოსავლებისა და მოგებიანობის ანალიზი (P&L);
  • სარეკლამო და პრომო კალენდრის შემუშავება, დაგეგმვა და შედეგების შეფასება;
  • ბაზრის, კონკურენტების, მომხმარებელთა ქცევისა და ფასების მუდმივი მონიტორინგი;
  • მარაგების, მოთხოვნისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით;
  • გაყიდვების შედეგების, ძირითადი მაჩვენებლებისა და მიმართულების განვითარების შესახებ პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
  • FMCG სექტორში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის, ბრენდ მენეჯერის ან მსგავს კომერციულ პოზიციაზე.
  • სააფთიაქო ქსელებთან, საცალო სავაჭრო ქსელებთან და/ან საბითუმო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბაზარზე ახალი პროდუქციის შეტანისა და გაყიდვების არხების განვითარების გამოცდილება;
  • ფინანსური და კომერციული მაჩვენებლების ანალიზის, ფასთწარმოქმნისა და მარჟების ** მართვის ცოდნა;

P&L-ის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება ან მისი ძირითადი პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;

  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშგების მომზადების უნარი;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

სასურველი გამოცდილება

  • ბავშვთა ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო ქიმიის ან FMCG-ის მომიჯნავე კატეგორიებში მუშაობის გამოცდილება;
  • სააფთიაქო ქსელებთან და მსხვილ საცალო ქსელებთან ჩამოყალიბებული საქმიანი ურთიერთობები;
  • ახალი ბრენდის ან პროდუქტის პორტფელის ბაზარზე დანერგვის გამოცდილება;
  • მარკეტინგული აქტივობების, სავაჭრო მარკეტინგისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება;
  • გაყიდვების პროგნოზების, მარაგების დაგეგმვისა და კომერციული ბიუჯეტის მართვის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები

  • ძლიერი კომერციული და ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორული ურთიერთობების მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად დაგეგმვისა და შესრულების მაღალი უნარი (hands-on);

პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;

  • მოქნილობა, ინიციატივიანობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
  • მიზნებისა და შედეგების მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა.

რას გთავაზობთ

  • შესაძლებლობას, ნულიდან განავითაროთ ახალი კომერციული მიმართულება;
  • მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების მქონე პოზიციას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი ინიციატივები და მიღწეული შედეგები მნიშვნელოვანი იქნება.
  • მნიშვნელოვანი: პოზიცია გულისხმობს მიმართულების დამოუკიდებლად მართვას, საწყის ** ეტაპზე ცალკე გუნდის გარეშე. კანდიდატი უშუალოდ იქნება ჩართული როგორც სტრატეგიულ დაგეგმვაში, ისე ყოველდღიურ საოპერაციო და კომერციულ პროცესებში.

თუ ფიქრობ რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია ("მარკეტინგის მენეჯერი ") რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა