ხარისხის კონტროლის მენეჯერი
საკონსულტაციო კომპანია "IK კონსალტინგი", პარტნიორი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის კონტროლის მენეჯერი (QA/QC Manager).
ადგილმდებარეობა: თბილისი / სამშენებლო ობიექტი
სამუშაოს ზოგადი აღწერა და მოთხოვნები:
ხარისხის კონტროლის მენეჯერი (QA/QC Manager) პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროექტის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის სისტემის ორგანიზებასა და მართვაზე, შესრულებული სამუშაოებისა და გამოყენებული მასალების შესაბამისობის კონტროლზე პროექტის მოთხოვნებთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სტანდარტებთან.
პოზიცია მოიცავს ობიექტზე ხარისხის რეგულარულ კონტროლს, შეუსაბამობების გამოვლენასა და მათი აღმოფხვრის მონიტორინგს, QA/QC დოკუმენტაციის მართვას, ინსპექტირებისა და ტესტირების პროცესების კოორდინაციას, ასევე პროექტის გუნდთან, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, დამკვეთსა და ტექნიკურ ზედამხედველობასთან თანამშრომლობას.
ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
ხარისხის კონტროლი და ინსპექტირება
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სტანდარტებთან;
- ობიექტზე რეგულარული ინსპექტირების ჩატარება;
- აღმოჩენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და მათი აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი;
- ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება;
- შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
- ლაბორატორიული გამოცდებისა და ტესტირების პროცესის კოორდინაცია.
QA/QC სისტემები და დოკუმენტაცია
- ხარისხის მართვის გეგმების (Quality Plan) შემუშავება და განახლება;
- Inspection & Test Plan (ITP)-ების მომზადება და შესრულების კონტროლი;
- Non-Conformance Report (NCR)-ების, Corrective Action Report (CAR)-ებისა და სხვა QA/QC დოკუმენტაციის მართვა;
- ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარისხის ანგარიშების მომზადება;
- სამშენებლო პროცესების ISO სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელება.
კოორდინაცია და კომუნიკაცია
- პროექტის გუნდისთვის ხარისხის სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვის ხელშეწყობა;
- დამკვეთისა და ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლებთან ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
- სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
- ISO 9001 სტანდარტის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- ტექნიკური ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — ხარისხის კონტროლის მენეჯერი (QA/QC Manager).
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.