7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DSSN6RDR გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

საწყობის თანამშრომელი

ნბ ჯგუფი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1400 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "ნბ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

სავენტილაციო სისტემების და სამონატაჟო მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია 17 წლიანი გამოცდილებით.

საწყობის თანამშრომლის პოზიციის მიზანია იმპორტირებული / ადგილობრივი საქონლის მიღება, უსაფრთხო შენახვა, ზუსტი აღრიცხვა, შეუფერხებელად და სწორად გაცემის უზრუნველყოფა მომხმარებელზე, კომპანიის ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა და მის მიერ განსაზღვრული სასაწყობე სტანდარტების დაცვა.

ფუნქციები: - იმპორტირებული / ადგილობრივი საქონლის მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე; - მიღებული საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური ხარისხობრივი შემოწმება, დათვლა; - დაზიანებული, ნაკლოვანი ან შეუსაბამო საქონლის იდენტიფიცირება და დაფიქსირება; - საქონლის სწორად განთავსება საწყობში კატეგორიის, ტიპის, ზომის და დანიშნულების მიხედვით; - საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა; - ნაშთების ყოველდღიური კონტროლი; - სხვაობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა; - საჭიროების შემთხვევაში კომპანიის საწყობებს შორის საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის ავტომობილით; - გაყიდვებისთვის შეკვეთების სწრაფი და ზუსტი მომზადება; - საქონლის გაცემა მომხმარებელზე; - საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვა; - გაცემული საქონლის შესაბამისობის კონტროლი შეკვეთასთან; - გეგმიურ და არაგეგმიურ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა; - ვადაგასული, დაზიანებული ან არასაბრუნავი საქონლის იდენტიფიცირება; - შრომის უსაფრთხოების და სახანძრო წესების დაცვა; - ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში; - საწყობის ტექნიკისა და ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენება; - კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მართვა დაკისრებული დავალებების შესაბამისად; - საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა; - კომპანიის შიდა პოლიტიკისა და ეთიკის ნორმების დაცვა.

მოთხოვნები: - საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად); - სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება (სასურველია); - სავენტილაციო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - B კატეგორიის მართვის მოწმობა; - ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

უნარები: - დისციპლინირებული / პუნქტუალური / ორგანიზებული; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კონფიდენციალურობის მაღალი მაჩვენებელი; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი; - დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hrnbgroup1@gmail.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ნბ ჯგუფი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა