ადმინისტრატორი
გინდა იმუშაო თბილ, მეგობრულ და საერთაშორისო გარემოში?
"Kutaisi Hostel Hub" ეძებს პასუხისმგებლიან და ენერგიულ ადმინისტრატორს ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად.
ლოკაცია: ქუთაისი
გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს - 24-საათიანი ცვლა
ხელფასი: 500₾ (ხელზე ასაღები) + ბონუსები გაყიდული პროდუქტებიდან
რას გააკეთებ:
** სტუმრების მიღება და რეგისტრაცია
** ჯავშნების მართვა (ონლაინ პლატფორმები / ტელეფონი)
** კომუნიკაცია უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებთან
** სალაროსა და ოპერაციული პროცესების კონტროლი
** სტუმრებისთვის კომფორტული და პოზიტიური გარემოს შექმნა
ვის ვეძებთ:
** კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს
** ინგლისური ენის მცოდნეს
** პასუხისმგებლიანსა და სტრესგამძლეს
** გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი ახალგაზრდა და დინამიური გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ CV პირად შეტყობინებაში ან ელფოსტაზე:, ტელ.:
გთხოვთ, პოსტის გაზიარებით დაგვეხმაროთ შესაბამისი კანდიდატის მოძიებაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.