9598 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DTG9VA40 გამოქვეყნდა 23 ოქტ 32 ნახვა

სასწავლო ცენტრი 10x

სასწავლო ცენტრი 10x

მენტორი Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

სასწავლო ცენტრი 10x გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ნოე
ფორმა · განცხადებაში

„10X“ Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიას მენტორის პოზიციაზე.

„10X“-ის Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ეძებს მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით დაეხმარონ სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში და პროფესიული უნარების განვითარებაში. პოზიცია მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, კოდრევიუსა და სტუდენტებთან პრაქტიკულ/ლაბორატორიულ სესიებზე მუშაობის მზაობას.

სამუშაო ფორმატი: დისტანციური სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე

ძირითადი მოვალეობები: - Front-end დეველოპმენტის მიმართულებით პრაქტიკული და ლაბორატორიული (Lab Work) სესიების ჩატარება ლექციების შემდგომ დღეებში; - სტუდენტებისთვის დახმარების გაწევა პრაქტიკული დავალებების შესრულებისას: შეცდომების განმარტება, მიმართულების მიცემა და სწორი გადაწყვეტის გზების ჩვენება; - დამატებითი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სამენტორო დავალებების მომზადება; - სტუდენტების მიერ შესრულებული დავალებების შეფასება, კოდრევიუს (Code Review) წარმართვა და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) მიწოდება; - სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული პრაქტიკული გამოწვევების გაზიარება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარის განვითარება; - სტუდენტთა პრაქტიკული პროგრესის მონიტორინგი, ინდივიდუალური მხარდაჭერა და პროფესიული კონსულტირება; - დამხმარე სასწავლო რესურსების (დოკუმენტაცია, სტატიები, ვიდეო-მასალები) შერჩევა და სტუდენტებისთვის გაზიარება; - სასწავლო პროცესის ხარისხის სტანდარტების დაცვა და ლექტორებთან და პროგრამის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 1 წლიანი პროფესიული გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებთან მუშაობაში: HTML5, CSS3, SASS/SCSS, Tailwind, Bootstrap / JavaScript (Vanilla JS), React.js, TypeScript / Express.js, MongoDB; - Agile/Scrum გარემოში მუშაობის ცოდნა ან გამოცდილება; - UI/UX პრინციპებისა და თანამედროვე დეველოპმენტ პრაქტიკების საფუძვლიანი ცოდნა; - სასურველია სტუდენტებთან ან გუნდთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება (მაგ. პროექტებზე ხელმძღვანელობა, ინდივიდუალური ტრენინგი, გუნდის მხარდაჭერა); - ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.

რას ვეძებთ კანდიდატში: - ადამიანს, რომელსაც სურს სტუდენტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათთან ერთად შედეგზე მუშაობა; - პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც დროს ეფექტურად გეგმავს; - ადამიანს, რომელიც მუდმივად ვითარდება და ინტერესდება ახალი ტექნოლოგიებით.

შერჩევის ეტაპები და ვადები: - დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით. - შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: - რეზიუმე (CV); - ნამუშევრების პორტფოლიო / GitHub პროფილის ბმული; - სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერტიფიკატი).

შენიშვნა: გთხოვთ, ელ-ფოსტის subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ,,Front-end დეველოპმენტი-მენტორი”.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა