დღის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღის მოლარე, ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები:
- 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
- 10:00-14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
ბენეფიტები:
- ბონუსი 200-დან 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით;
- სამედიცინო დაზღვევა;
- დაბადების დღის დანამატი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ოქროს (ბრილიანტის) შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
- ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
- კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;
პიროვნული უნარები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.