ექთანი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
- სასურველია, პრაქტიკოსი ექთნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; შესაბამის განყოფილებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები
- საექთნო ჩარევის/ქმედების განხორციელება კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად;
- ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების დაცვა;
- დანიშნული მკურნალობისა და კვლევების უზრუნველყოფა;
- საექთნო საქმიანობის დოკუმენტაციის წარმოება.
პიროვნული თვისებები
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გულისხმიერება;
- ორგანიზებულობა;
- აკურატულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 09.12.2026-მდე ელ.მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ექთანი".
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.