8195 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DW0NBMZJ გამოქვეყნდა 26 აგვ 0 ნახვა

სასტუმროს რეცეფციის სუპერვაიზერი

კომპლექსი კრუიზი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

"კომპლექსი კრუიზი" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და სტუმარზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც გუნდის კოორდინაცია, ისე სასტუმროს რეცეფციის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვა.

ანაზღაურება: 1500 ლარი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა კვება: უზრუნველყოფილია ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმართა მიღების, განთავსებისა და გასვლის (Check-in / Check-out) პროცესების ზედამხედველობა; ** სტუმართა კეთილგანწყობილი, პროფესიონალური და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; ** შემოსული ზარების, ელექტრონული წერილებისა და სტუმართა მოთხოვნების სწრაფი და ეფექტური მართვა; ** რეზერვაციების, გადახდებისა და ბილინგის პროცესების კონტროლი შესაბამის პროგრამაში, მათ შორის ვირტუალური ბარათებისა და სხვა გადახდის მეთოდების მართვა კომპანიის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** რეცეფციის თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება, სამუშაო პროცესისა და გრაფიკის ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი; ** ტრენინგების ჩატარება და ახალი თანამშრომლების სამუშაო გარემოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა, მათთვის სასტუმროს სტანდარტებისა და მომსახურების პროცედურების გაცნობა; ** სტუმართა შენიშვნებსა და პრეტენზიებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული გადაჭრის უზრუნველყოფა; ** ჰაუსკიპინგის, ტექნიკურ, დაცვისა და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია მომსახურების ერთიანი სტანდარტის შესანარჩუნებლად; ** რეცეფციის სამუშაო პროცესში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის ფარგლებში მინიჭებული სხვა დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროს რეცეფციაში მუშაობის გამოცდილება; ** საოპერაციო პროცესებისა და სტუმართა მომსახურების სტანდარტების ცოდნა; ** გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე — სავალდებულოა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge

საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

"კომპლექსი კრუიზი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კომპლექსი კრუიზი"-ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კომპლექსი კრუიზი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა