საწყობის დამხმარე
კომფორტერი აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარეს პოზიციაზე
კომფორტერი არის უმაღლესი ხარისხის მქონე ავეჯის მაღაზიათა ქსელი, სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი ევროპული პარტნიორი კომპანიის მუდმივად განახლებადი 15 000-მდე სახეობის პროდუქცია. კომფორტერი მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან.
ჩვენ გთავაზობთ - ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით - სტაბილურ და მეგობრულ გარემოს - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას - შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები - პოზიცია: საწყობის დამხმარე - ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) - სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი-კვირა, 09:00-13:00 - სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა - გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
ძირითადი ფუნქციები - საწყობიდან გასაგზავნი პროდუქციის მისამართების მიხედვით მომზადება და დაორგანიზება - საწყობის ტერიტორიაზე სისუფთავის, წესრიგის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა - საწყობის ყოველდღიუს სამუშაო პროცესში თანამშრომლების მხარდაჭერა - სხვა მიმდინარე საწყობთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა; - ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა; - გუნდურად მუშაობის უნარი; - კომუნიკაბელურობა; - ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@comforter.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “საწყობის დამხმარე”.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!