კურიერი
2012 წლიდან "რენეკო" წარმოადგენს ქართულ ბაზარზე მოქმედ, მზარდ კომპანიას, რომელიც აგროინდუსტრიისა და კვების პროდუქტების მიმართულებით საქმიანობს. კომპანია აერთიანებს დისტრიბუციას, საბითუმო ვაჭრობასა და სხვადასხვა ბრენდს, მათ შორის არის "ჩემი მარაგი"."ჩემი მარაგი" არის საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიზანია ხარისხიანი პროდუქციის მარტივად და კომფორტულად ხელმისაწვდომობა — მომხმარებლისთვის დროის, ენერგიისა და რესურსების დაზოგვა. დღეს "რენეკო" აქტიურად იზრდება და ეძებს პროფესიონალ, მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, მოსკოვის გამზირი
ანაზღაურება: 1750 ლარი
გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით მითვლა და ავტომობილში ჩატვირთვის უზრუნველყოფა;
** შეკვეთის მიწოდების საორიენტაციო დროზე მომხმარებლების წინასწარ ინფორმირება;
** შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისგან მიღებული შეკვეთის ღირებულების თანხის, სალარო აპარატის/საბანკო ტერმინალის ქვითრის შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);
** თბილისის ქუჩების ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: "სათაურის" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აპლიკაციის შევსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 1 წლის ვადით შენახვაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.