9806 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DZAF5XZX გამოქვეყნდა 23 ოქტ 18 ნახვა

არქ-კონი

არქ-კონი

ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

არქ-კონი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა: 21 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია „არქ-კონი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ. სამუშაო განაკვეთი: სრული; (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები: - სამშენებლო პროექტების მიხედვით ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, მოცულობების დათვლა და BOQ-ის დეტალური დამუშავება; - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა; - სამუშაოების შესრულების გრაფიკის მომზადება BOQ-ის საფუძველზე; - სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია; - სატენდერო პაკეტების მომზადება, შემოსული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება; - მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი; - შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ასახვა; - შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის მომზადება; - მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან; - ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა; - ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ფინანსური ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით); - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა (საფასადე სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - კომპიუტერული პროგრამების (MS Word & Excel, MS Project) ცოდნა; - AutoCad/ ArchiCad (ნახაზების/პროექტების წაკითხვის დონეზე); - ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ: - ჯანმრთელობის დაზღვევას; - FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; - კორპორატიული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები) - კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს; - მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ფიქსირებული ანაზღაურება (Net): 2000 – 2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად).

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს? თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე -ზე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა