8423 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E0CGF3JK გამოქვეყნდა 9 სექ 0 ნახვა

ინფაიერი

ინფაიერი

ინსპექტორი

ინფაიერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ინფაიერი" აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის პოზიციაზე - ობიექტის ან მისი ნაწილის სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე ინსპექტირების დაგეგმვა და ჩატარება დადგენილი მეთოდებისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;

** ინსპექტირების დავალების ფარგლებისა და კრიტერიუმების გადამოწმება სამუშაოს დაწყებამდე;

** ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და საჭირო გაზომვების/შემოწმებების განხორციელება;

** მიღებული მონაცემების, გაზომვების, ფოტომასალისა და სხვა მტკიცებულებების სრულად და მიკვლევად დაფიქსირება;

** ინსპექტირების შედეგების შესაბამის მოთხოვნებთან შეფასება და შესაბამისობის/შეუსაბამობის დასაბუთებული ფორმულირება;

** ინსპექტირების ანგარიშის/დასკვნის პროექტის მომზადება და ტექნიკურ გადამოწმებაზე წარდგენა;

** შესაბამისი ტექნიკური და საზომი საშუალებების გამოყენება;

** ობიექტზე უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო მიმართულების სპეციალობაში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

** სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირების მიმართულებით არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება;

** ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდებისა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა;

** ტექნიკური/საზომი საშუალებების გამოყენების უნარი;

** ტექნიკური მონაცემებისა და მტკიცებულებების ანალიზისა და დოკუმენტირების უნარი;

** ანგარიშისა და დასაბუთებული ტექნიკური დასკვნის მომზადების უნარი;

** პასუხისმგებლობა, ობიექტურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეული კანდიდატის კომპეტენცია შეფასდება შპს "ინფაიერის" მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. დამოუკიდებელი ინსპექტირების უფლებამოსილება გაიცემა შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებისა და ავტორიზაციის შემდეგ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე:

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30/09/2026 წელი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ინფაიერი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა