7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E0GADVH6 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ანაზღაურებადი სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში

PKF Georgia via hr.ge
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „PKF Georgia“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

დამატებითი ინფორმაცია: სტაჟირების პერიოდი: 6 თვე სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე სამუშაო საათები: 10:00-18:30 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იაკონ ნიკოლაძის #3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საბაზისო განათლება აუდიტის, ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები); - ინგლისური ენა: B2 დონე (სასაუბრო და წერითი კომუნიკაცია); - საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტი არის Excel-ის ცოდნა);

პიროვნული თვისებები: - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დროის ეგექტურად მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - შედეგებზე ორიენტირებულობა; - პროფესიული განვითარების მოტივაცია; - პროაქტიულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - აუდიტის ჩატარებისას აუდიტორის მიერ ჩასატარებელ პროცედურებში მონაწილეობის მიღება. კერძოდ: - აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის პროცესსა და დაგეგმილი აუდიტორული პროცედურების შესრულებაში მონაწილეობა; - კლიენტი კომპანიის საქმიანობის, ძირითადი ბიზნეს პროცესებისა და შიდა კონტროლის პროცედურების შესწავლასა და ტესტირებაში მონაწილეობა; - ფინანსური ანგარიშგების ცალკეული მუხლების აუდიტში მონაწილეობა; - აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვებასა და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებაში მონაწილეობა; - ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვებასა და შერჩევით გადათვლებში მონაწილეობა; - აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებასა და სისტემატიზაციაში მონაწილეობა; - წინა პერიოდის აუდიტის შედეგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიმოხილვაში მონაწილეობა; - აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება; - კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობა.

რას გთავაზობთ: - ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივით; - პროფესიულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; - გამოცდილი აუდიტორებისგან პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და მენტორობის შესაძლებლობას; - სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებთან და მრავალფეროვან აუდიტორულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; - სამუშაო გრაფიკისა და უნივერსიტეტის სასწავლო განრიგის შეთავსების შესაძლებლობას; - კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და მკაფიო სისტემას; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და პროფესიულ სწავლებებს; - პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი სწავლების დაფინანსებას; - ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორი აუდიტის დეპარტამენტში". პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
PKF Georgia
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა