დისტრიბუტორი
შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს.
რას გთავაზობთ?
** წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს;
** დღიურად საშუალოდ 10-20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას;
** სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00-14:00 საათისთვის;
** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
** ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა;
** პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;
** ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
** მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.
მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;
** თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კარგი მათემატიკური უნარები;
** ენერგიულობა და პუნქტუალურობა;
** დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
** ანაზღაურება: 1 200 ლარი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: და ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "დისტრიბუტორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.