ავტოპარკის ტექნიკოსი, ტექნიკოსის დამხმარე
ვეძებთ პასუხისმგებლობიან თანამშრომლებს ავტოპარკის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის.
ვეძებთ ადამიანებს მუდმივი სამუშაოსთვის, რომლებსაც სურთ ელექტრო ავტომობილების მიმართულებით პროფესიული განვითარება და გუნდთან ერთად გრძელვადიანი თანამშრომლობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, შეთანხმებით
1. ავტოპარკის ტექნიკოსი
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილების პერიოდული ტექნიკური შემოწმება ** კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ხარვეზების გამოვლენა ** ელექტრო და ჰიბრიდული სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება ** სავალი ნაწილისა და ძირითადი მექანიკური კვანძების შემოწმება/შეკეთება ** მცირე და საშუალო სირთულის ტექნიკური სამუშაოების შესრულება ** ავტომობილის პრობლემის დროული აღმოჩენა და საჭირო სამუშაოების განსაზღვრა ** შესრულებული სამუშაოებისა და ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვა
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ავტომობილების ტექნიკური მიმართულების კარგი ცოდნა ** კომპიუტერულ დიაგნოსტიკასთან მუშაობის უნარი ** ავტომობილის ელექტრო სისტემებისა და ელექტროსქემების გაგება ** მექანიკური სამუშაოების შესრულების უნარი ** მაღალი ძაბვის სისტემებთან უსაფრთხო მუშაობის ცოდნა ან ამ მიმართულებით სწავლის სურვილი ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ყურადღება ** B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს Tesla-ს, ელექტრო ან ჰიბრიდულ ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება.
2. ტექნიკოსის დამხმარე
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნიკოსის დახმარება ავტომობილების შემოწმებისა და შეკეთების პროცესში ** მარტივი ტექნიკური და მექანიკური სამუშაოების შესრულება ** ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობა ** ხელსაწყოებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება ** ტექნიკოსის მითითებების შესრულება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ავტომობილების ტექნიკით დაინტერესება ** ტექნიკური აზროვნება და ხელით მუშაობის უნარი ** საბაზისო ტექნიკური ცოდნა სასურველია ** გამოცდილება აუცილებელი არ არის ** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი ** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ სივი ფოტოსურათით ელფოსტაზე: taxiparkn1@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 599529000