7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

E5VG9T3A გამოქვეყნდა 25 აგვ 12 ნახვა

ინფექციის კონტროლის მედდა

ვიანი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს „ვიანი“ – ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ინფქციის კონტროლის მედდის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 სამუშაო საათი.

ძირითადი მოვალეობები: - კლინიკაში ინფექციის კონტროლის წესებისა და გაიდლაინების შესრულებაზე ყოველდღიური მონიტორინგი; - სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ზედამხედველობა სტაციონარში; - სტერილიზაციის პროცესების და სტერილური მასალების მართვის მხარდაჭერა; - ინფექციური შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების გადაცემა ინფექციის კონტროლის ჯგუფისთვის; - პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაზიარება; - ინფექციის კონტროლის აუდიტში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პროფესიული ან უმაღლესი განათლება საექთნო მიმართულებით; - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კლინიკურ/საექთნო პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის გამოცდილებას); - სტერილიზაციისა და ჰიგიენური ნორმების ცოდნა; - პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტაცია და ეფექტური კომუნიკაცია.

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ: - ,,იმედი-L”-ის დაზღვევას; - თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს; - ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს; - ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ვიანი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა