სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/ ეკონომიკა/იურიდიული მიმართულება);
** პრიორიტეტულია მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
** სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
** ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება;
** სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობის მიღება, ოქმების მომზადება და ა.შ
** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ);
** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე:, 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.