ფინანსური დირექტორი / CFO
საერთაშორისო კომპანია რომელიც საქმიანობს სამედიცინო სფეროში, ეძებს გამოცდილ ფინანსურ დირექტორს (CFO), რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ფინანსურ მიმართულებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მისი შემდგომი განვითარებისა და ზრდის პროცესში.
სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი) სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი ( დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ძირითადი მოვალეობები - კომპანიის ფინანსური, საბუღალტრო, საბიუჯეტო და ანგარიშგების მიმართულებების ხელმძღვანელობა; - ფინანსური გეგმების, ბიუჯეტების, პროგნოზებისა და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანგარიშების მომზადება და კონტროლი; - ფინანსური ანგარიშგების დროული და ხარისხიანი მომზადების უზრუნველყოფა; - ფინანსური აღრიცხვის, ასევე თვისა და წლის დახურვის პროცესების მართვა; - ფინანსური მოდელების მომზადება და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად ფინანსური ანალიზის განხორციელება; - ფულადი ნაკადების, საბრუნავი კაპიტალის, დაფინანსებისა და კომპანიის ფინანსური შედეგების მართვა; - საინვესტიციო ანალიზის, ბიზნესდაგეგმვისა და კორპორაციული ფინანსების სხვა მიმართულებების მხარდაჭერა; - ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემების უზრუნველყოფა და ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი; - აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა გარე პარტნიორებთან ურთიერთობა; - უმაღლესი მენეჯმენტისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება და კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მონაწილეობა.
განათლება და პროფესიული გამოცდილება - ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან სხვა შესაბამის მიმართულებაში; - მაღალ ფინანსურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სასურველია CFO-ის, ფინანსური დირექტორის ან ფინანსების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისგამოცდილება; - IFRS-ის ცოდნა; - კორპორაციული ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა; - ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მაღალ დონეზე ცოდნა; - შიდა კონტროლისა და ფინანსური მართვის პროცესების კარგი ცოდნა; - რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა.
პროფესიული და მენეჯერული უნარები - ძლიერი ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური მოდელირების უნარები; - კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიზისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ეფექტიანად მართვის უნარი; - ბიზნესისა და ფინანსური რისკების შეფასებისა და მართვის უნარი; - ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის ეფექტიანად მართვის უნარი; - მაღალი დონის ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; - მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და მენეჯმენტისთვის მკაფიო ფინანსური რეკომენდაციების წარდგენის უნარი; - ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები; - რამდენიმე პრიორიტეტის ერთდროულად ეფექტიანად მართვისა და ვადების დაცვის უნარი; - ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები; - აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - უმაღლეს მენეჯმენტთან ეფექტიანად თანამშრომლობისა და კომპანიის ფინანსურ მიმართულებაზე სრული პასუხისმგებლობის აღების უნარი. - სამედიცინო, ჯანდაცვის, ლაბორატორიულ, ფარმაცევტულ ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!