ადმინისტრატორი
"მეტა პრაიმ დენტალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ზ. ანჯაფარისძის 1 შეს. ნომერი 3 (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან);
- სამუშაო გრაფიკი: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 - 20:00 საათამდე, ორშაბათს 10:00 - 13:00 საათამდე;
- ხელფასი: 1350 ლარი (დარიცხული თანხა).
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
- რუსული სასურველია;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სალარო აპარატის მოხმარების ცოდნა სასურველია.
პიროვნული თვისებები
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გამართული, კეთილგანწყობილი და დახვეწილი მეტყველება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატს გთხოვთ, CV (აუცილებლად ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ მისამართზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!