8634 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EF73FNG9 გამოქვეყნდა 11 სექ 2 ნახვა

ტექნოკრედიტი

ტექნოკრედიტი

ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

ტექნოკრედიტი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება სამართალი
₾400–500 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ტექნოკრედიტპლიუსი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტპლიუსი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

სტაჟირების პერიოდში იურისტი ჩართული იქნება დეპარტამენტის საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია სამართალწარმოების პროცესთან. კანდიდატს საშუალება ექნება შესაბამისი გამოცდილების და ცოდნის მქონე მენტორისგან ისწავლოს, ონლაინ რეჟიმში როგორ დაამყაროს ურთიერთობა სასამართლოსთან (წარადგინოს განაცხადი, მიიღოს ინფორმაცია საქმის რეგისტრაციისა და მსვლელობის შესახებ).

ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში, დასაქმების პერსპექტივით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 2-3 თვე

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ დან 18:00 სთ მდე)

ანაზღაურება: 400-500 ლარი

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქმის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში განცხადების დარეგისტრირება;

** სასამართლოების საქმისწარმოების სისტემაში საქმის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

** სამართალწარმოების სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციის ასახვა იურისტების სამუშაო პროგრამაში (საქმის ეტაპი, სტატუსი);

** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია სასამართლოსთან.

** სარჩელის მომზადება.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (დაიშვებიან სტუდენტები)

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

** კანდიდატს უნდა გააჩნდეს, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

** სავალდებულოა ორგანიზებულობა, კეთილსიდისიერება, თავაზიანობა და აკურატულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბერი.

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ სერვისის სახელწოდება, სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ჩვენს მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტექნოკრედიტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა