8005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EFT5VC30 გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

დროუბოქსი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

საკანცელარიო მაღაზია “დროუბოქსი” ახადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ისთ ფოინთი, ალ. თვალჭრელიძის 2 / სითი მოლი გლდანი, ი. ვეკუას 1 / თბილისი მოლი , აღმაშენებელის ხეივანი, 213 კმ;

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო გრაფიკი: ცვლაში ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე - მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა - გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება - მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა - კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად - მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება - ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება

ძირითადი მოთხოვნები: - ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; - პროფესიული ან უმაღლესი განათლება; - ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები: - ენერგიული; - ორგანიზებული; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; - მოტივირებული; - შრომისმოყვარე; - თავაზიანი; - გუნდური მუშაობის უნარის მქონე; - დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: shoptm@drawbox.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
დროუბოქსი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა