8633 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EGKXX5PR გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

ობიექტის MEP ინჟინერი

არქი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ობიექტის MEP ინჟინერს რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ტექნიკურ მართვასა და კონტროლს.

ლოკაცია: ბათუმი (შესაძლებელია რელოკაცია)

მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** MEP სისტემების (Mechanical, Electrical, Plumbing) სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი; ** MEP სამუშაოების საპროექტო და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი; ** MEP სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების მონიტორინგი; ** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა და კონტროლი; ** ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების შემოწმება; ** სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისა და პროგრესის მონიტორინგი; ** საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა; ** სხვადასხვა სამშენებლო მიმართულებებს შორის სამუშაოების კოორდინაცია; ** ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობა; ** პროექტის მენეჯმენტთან, ინჟინრებთან და ქვეკონტრაქტორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; ** საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერის მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროში; ** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სამშენებლო პროცესებისა და ტექნოლოგიების კარგი ცოდნა; ** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის