შოურუმის დიასახლისი
შპს "ვიზეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის დიასახლისის პოზიციაზე.
ვეძებთ მოწესრიგებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს შოურუმში სისუფთავის, ჰიგიენისა და სასიამოვნო გარემოს შენარჩუნებას.
ძირითადი მოვალეობები
- შოურუმის სივრცის ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- კეთილგანწყობილი და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო; სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული სამუშაო განაკვეთი; ანაზღაურება: შეთანხმებით.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- დროულ ანაზღაურებას;
- კომფორტულ სამუშაო პირობებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდეთ.
განაცხადის გამოგზავნისას დანიშნულებაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შოურუმის დიასახლისი".
შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!