საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დამლაგებელი
სამორინე ოტიუმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დამლაგებელი
ძირითადი მოვალეობები: - სათამაშო ზონების, საპირფარეშოების, ლაუნჯების დასუფთავება; - ნაგვის ურნების რეგულარული დაცლა; - მარაგების შევსება; - დაღვრაზე, არეულობაზე ან საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება; - დასუფთავების აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა და ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ შეტყობინება; - უსაფრთხოების პროცედურების დაცვა და საწმენდი ქიმიკატების პასუხისმგებლობით გამოყენება; - სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად
კვალიფიკაცია: - სასურველია დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი; - დეტალებისადმი ყურადღებიანი; - ფიზიკური გამძლეობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დგომისთვის, სიარულისთვის, აწევისთვის და დახრისთვის; - მზადყოფნა მოქნილ სამუშაო საათებში მუშაობისთვის, ღამის ცვლების ჩათვლით; - დასუფთავების საშუალებებისა და უსაფრთხოების პროტოკოლების ცოდნა; - პოზიტიური დამოკიდებულება და სუფთა გარემოს შენარჩუნებისადმი ერთგულება
დამატებითი სარგებელი: - კვება - დაზღვევა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დამლაგებელი“.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ბათუმში, გორგილაძის #118-ში მდებარე სამორინე „ოტიუმის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ოფისში და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.